კანადაში, სასკაჩევანში, ორი ყოფილი სკოლა-ინტერნატის მიმდებარედ, 54 საფლავი იპოვეს, - ინფორმაციას BBC ადგილობრივ, აბორიგენ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფლავები ფორტ-პელისა და წმინდა ფილიპეს ყოფილ სკოლა-ინტერნატებთანაა ნაპოვნი. მათგან პირველი 1905-19013 წლებში მუშაობდა, მეორე კი - 1902-1914 წლებში.
სულ, გასული წლის გაზაფხულიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოფილ სკოლა-ინტერნატებთან, 1 100-ზე მეტი საფლავი აღმოაჩინეს.
1831 წლიდან, მე-20 საუკუნის ბოლომდე, კანადის სკოლები იძულებით აშორებდა მკვიდრი მოსახლეობის შვილებს ოჯახებისგან, რის შემდეგაც, ბავშვების დიდი ნაწილი, სკოლებში, სადაც ცხოვრობდნენ კიდეც, შიმშილს, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას განიცდიდა.
საზოგადოების ზეწოლა, კათოლიკურ ეკლესიას ბოდიში მოეხადა, მას შემდეგ გაიზარდა, რაც კანადაში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ეზოში, 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, კამლუპსის სკოლა-ინტერნატი აბორიგენი მოსახლეობისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი იყო, რომელიც 1890 წელს გაიხსნა, 1969 წლამდე ფუნქციონირებდა და, პიკის პერიოდში, 500 მოსწავლეს იტევდა. ზოგიერთი გარდაცვლილის ასაკი 3 წელს არ აღემატებოდა.
კიდე კარგი იმ ჩათლახმა კოლუმბმა ამერიკა ჩვენგან შორს აღმოაჩინა..
.იქიდან რა დღეში გვაგდებენ და აქ რო იყოოოოს.............................. მტრისას !!!!!
იმიტომაც დაერივნენ კოლუმბის ძეგლებს........................ალალ იყოს კოლუმბზე
აუუუუჰ .......................... ეხლა რო ჯეფერსონ ვაშინგტონები გააცოცხლო წერეთელის გამზრდელივით ეგრევე ფიშტოებს დაიხლიდნენ ------ ეს რა ჩათლახი ქვეყანა შეგვიქმნიაო.....