მოლოდინია, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპის ვირუსად ჩამოიყალიბდება, თუმცა, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ვაქცინაციას ენიჭება, - ამის შესახებ ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა, მაია ზალდასტანიშვილმა განაცხადა.
„ერთადერთი იმედია ის, რომ ყველა გადაიტანს ამას, არ მოხდება მუტაცია, ჩვენ არ მივიღებთ ახალ შტამს და ჩვენ არ გავხდებით სხვა შტამის გავრცელების მიზეზი. ვირუსმა გვაჩვენა იმდენი ნაირსახეობა, რომ რას იზამს შემდეგში, ცოტა ძნელად სათქმელია. ამჟამად, მოლოდინია, რომ ვირუსი ჩამოიყალიბდება ჩვეულებრივ გრიპის ვირუსად, თუმცა, ძალიან დიდი როლი ამ შემთხვევაში ენიჭება ვაქცინაციას“, - განაცხადა ზალდასტანიშვილმა.
საქართველოში კოვიდინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.