გივი მიქანაძე: რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანის მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება

გივი მიქანაძე: რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანის მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება

რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანის მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება. საზოგადოებამ დაინახა, რომ ბადრი ჯაფარიძემ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშაული სასამართლომ დაადგინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია შედეგებს თავის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმკის.

„თავისსავე მავთულხლართებში გაებნენ - ჯერ საპარლამენტო მანდატებზე თქვეს უარი და შემდეგ შეეცადნენ პასუხისმგებლობა აქეთ გადმოეტანათ, როცა პასუხისმგებლობა მათ მხარესაა. ჩვენ ორჯერ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც მათ მანდატები არ შევუწყვიტეთ. ამის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მანდატების შეწყვეტის ყოველ მომდევნო საფუძველს შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა. ოპოზიცია შედეგებს თავის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმკის“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. რამდენიმე საათში „ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.