რუსთავის საზოგადოება ის საზოგადოება არ არის, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება ასეთი განაჩენის მქონე ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს, - ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის აზრით, რუსთავის შუალედური არჩევნების გზით ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება არ შედგება.
„სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას. ბადრი ჯაფარიძე თაღლითობაშია ბრალდებული, რაც ფაქტებით დადასტურდა. ვერ მოვისმინეთ მისი და მისი მეგობრების მხრიდან განმარტება ან დასტური, რომ ამხელა თანხის გამოტანასა და შემდეგ გაქრობას გამართლება აქვს. არც რუსთავის საზოგადოებაა ამ საკითხებში გაურკვეველი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.