თამარ გაბუნია: დღეს 15 000-ზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად კოვიდინფიცირების კლების ტენდენციაზე მიუთითებს

თამარ გაბუნია: დღეს 15 000-ზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად კოვიდინფიცირების კლების ტენდენციაზე მიუთითებს

დაღმასვლა შეიმჩნევა. დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად კლების ტენდენციაზე მიუთითებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, მარტის ბოლომდე უკეთესი ეპიდვითარება იქნება.

„თუმცა მნიშვნელოვანია კვირის ბოლომდე დავაკვირდეთ და საბოლოო დასკვნა აქედან გამომდინარე გაკეთდეს. ჰოსპიტალურ სექტორში 6 ათასამდე პაციენტი რჩება. ეს ყველაფერი მართვადია. პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს.
მოლოდინი არის ის, რომ შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, ალბათ მარტის ბოლოსკენ იქნება უკეთესი მდგომარეობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კოვიდინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.