თქვენი თანაგუნდელები ბევრჯერ მახსოვხართ სკამზე ასულებიც, უცნაური თამაშებით მაგიდებზე ასულებიც და ზოგ-ზოგიერთი მაგიდის ქვეშაც ომის დროს, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ბოტკოველს.
„ნამდვილად არ იყო ღირსეული საქციელი როდესაც თქვენი კოლეგის და პარლამენტის წევრის მშობლებზე ასე საუბრობთ. ეს თქვენ კარგად არ გახასიათებთ. მე კარგად ვიცნობ დავით მათიკაშვილის მამას და ის ნამდვილად არ არის ის კაცი, რომ პოლიტიკის გამო სკამზე ავიდეს, აი თქვენი თანაგუნდელები ბევრჯერ მახსოვხართ სკამზე ასულებიც, უცნაური თამაშებით მაგიდებზე ასულებიც და ზოგ-ზოგიერთი მაგიდის ქვეშაც ომის დროს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.