გურამ მაჭარაშვილი ჩახსნილი სიების აღდგენის საკითხზე: პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც შეცდომას უშვებს

გურამ მაჭარაშვილი ჩახსნილი სიების აღდგენის საკითხზე: პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც შეცდომას უშვებს

“ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სიების ჩახსნა ოპოზიციის შეცდომა იყო და პასუხისმგებლობა ეკისრებას მას, ვინც პოლიტიკურ შეცდომას უშვებს. მისი თქმით, კანონმდებლობით ჩახსნილი სიების აღდგენა შეუძლებელია და ეს ოპოზიციამ კარგად იცოდა.

„სიები ვერ აღდგება, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი ითხოს ამას, რომ, თუ სიას ჩახსნი პარტიის თავმჯდომარე ამ შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისია მომდევნო უფლებამონაცვლეს ვერ წარადგენს საქართველოს პარლამენტში. ეს წერია კანონში და ეს ძალიან კარგად იცოდნენ ოპოზიციონერებმა. ჩვენც ვეუბნებოდით, საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი მაინც გადადგეს. ბუნებრივია, პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობა თავად ეკისრება მას, ვინც შეცდომას უშვებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენას ითხოვს.