ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ

ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ

„ომიკრონის“ პიკს გადავდივართ და ამ კვირაში შემთხვევების კლება უნდა გვქონდეს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„ეპიდსიტუაციის ბოლო დღეების მაჩვენებლები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი და ყველაფერი ეს, მიუთითებს, რომ ჩვენ „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ და ვფიქრობ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების კლება გვექნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა1 289 168, გარდაიცვალა 15 628 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო,„ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.