„პარტნიორების რიცხვში მოიაზრებიან პირველ რიგში ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა და საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე. ორივე წარმოადგენს კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ბიზნეს/კომპანიების მმართველ მენეჯერებს, აქედან რატი ჭელიძე ორი წელია რაც გაქცეულია ქვეყნიდან კვიპროსზე - იქ, სადაც დავით კეზერაშვილს უკვე წლებია გააჩნია თავისი ძირითადი დისლოკაციის ადგილი.“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით რაც შეეხება ევროპული მიმართულებით მოქმედ ქოლ/ცენტრებს, მათი ძირითადი შტაბ/ბინა განლაგებულია უკრაინასა და ალბანეთში, და ორივე - კიევში "Milton group"-თან არის დაკავშირებული. ალბანეთში კომპანიას ხელმძღვანელობს ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ამანთ ჟოზიფი - კეზერაშვილისა და თოდუას ბიზნეს/პარტნიორი. ასევე მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გააჩნიათ ჩრდილოეთ მაკედონიაში განლაგებულ ცენტრებთან.
„როგორც თაღლითობის, ასევე საერთაშორისო დონის კრიმინალის "იარლიყების" ჩამოხსნა შეუძლებელია - სულ რომ პრეტენზია გქონდეს ახალი პოლიტიკური "დალაი-ლამას" როლის მორგებაზე. დავით კეზერაშვილის ბოლოდროინდელი თავდასხმაზე გადასვლა - საკუთარი ტრანსნაციონალური დანაშაულის სუს-ზე გადაბრალებით - ამის მკაფიო მაგალითია. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ე.წ. "ქოლ ცენტრებთან" დაკავშირებით გახსნილმა დანაშაულმა გამოააშკარავა დავით კეზერაშვილისა და მისი უახლოესი ბიზნეს/პარტნიორების - უკანონო გზებით ახალი ფინანსური პირამიდის შექმნის მორიგი მცდელობა. ამ პარტნიორების რიცხვში მოიაზრებიან პირველ რიგში ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა და საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე. ორივე წარმოადგენს კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ბიზნეს/კომპანიების მმართველ მენეჯერებს, აქედან რატი ჭელიძე ორი წელია რაც გაქცეულია ქვეყნიდან კვიპროსზე - იქ, სადაც დავით კეზერაშვილს უკვე წლებია გააჩნია თავისი ძირითადი დისლოკაციის ადგილი. რაც შეეხება ევროპული მიმართულებით მოქმედ ქოლ/ცენტრებს, მათი ძირითადი შტაბ/ბინა განლაგებულია უკრაინასა და ალბანეთში, და ორივე - კიევში "Milton group"-თან არის დაკავშირებული. ალბანეთში გახსნილი ქოლ/ცენტრი დაკომპლექტებულია 400 ოპერატორით - კომპანიას ხელმძღვანელობს ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ამანთ ჟოზიფი - კეზერაშვილისა და თოდუას ბიზნეს/პარტნიორი. უკრაინასა და ალბანეთში დაფუძნებულ ქოლ/ცენტრებს ასევე მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გააჩნიათ ჩრდილოეთ მაკედონიაში განლაგებულ ცენტრებთან, სადაც ასევე ასობით ოპერატორია დასაქმებული. 2020 წელს, კიევში "Milton group"-ის საახალწლო წვეულებაზე გადაღებულ სამახსოვრო ფოტოსურათზე აღბეჭდილია ამ ქოლ/ცენტრების ძირითადი მენეჯმენტის წარმომადგენლები, რომლებიც დავით კეზერაშვილის უახლოეს ბიზნეს/პარტნიორებს წარმოადგენენ და ასობით მილიონ ევროსა თუ დოლარს აკეთებენ ევროპელ გულუბრყვილო მოქალაქეების სურვილებზე - სწრაფი მოგება ნახონ ქოლ/ცენტრების მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ მაქინაციებზე, სინამდვილეში კი ამით საკუთარ ფულსაც კარგავენ და საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ფინანსური პირამიდის აშენებას უწყობენ ხელს. P.S.: ფოტოზე 1 ნომრით გამოსახულია დავით კეზერაშვილის ბიზნეს/პარტნიორი დავით თოდუა, ხოლო 2 ნომრით ნაჩვენებია ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი Amant Josifi (ფოტო გადაღებულია 2020 წელს, კიევში "milton group"-ის საახალწლო წვეულებაზე).“- წერს ქართველიშვილი.