შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს: დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის 70-ე პლენარული სხდომა გაიმართება - ორ დეპუტატს, რომელზეც დღეს არის საუბარი, 70 სხდომა აქვს გაცდენილი

შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძეს: დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის 70-ე პლენარული სხდომა გაიმართება - ორ დეპუტატს, რომელზეც დღეს არის საუბარი, 70 სხდომა აქვს გაცდენილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს სხდომაზე, ხატია დეკანოიძის განცხადებას უპასუხა. დეპუტატმა იქამდე შალვა პაპუაშვილს მოუწოდა, ორი კანონმდებლის - ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი სასესიო სხდომაზე არ გაიტანონ. პასუხად, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რეგლამენტი, სხვა საკითხებამდე, აღნიშნული თემის განხილვასა და კენჭისყრაზე გატანას ითხოვს.

„დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის 70-ე პლენარული სხდომა გაიმართება. ორ დეპუტატს, რომელზეც დღეს არის საუბარი, 70 სხდომა აქვს გაცდენილი. ჩემი აზრით, ეს, უპირველეს ყოვლისა, არის დემოკრატიული ინსტიტუტის - პარლამენტისა და საკუთარი ამომრჩევლები უპატივცემულობა. რა თქმა უნდა, მათ ეს საკითხი საკუთარ ამომრჩევლებთან უნდა გაარკვიონ, თუმცა, ვფიქრობ, და ამაში კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ 70 ანუ ყველა სხდომის გაცდენა, არის დემოკრატიული ინსტიტუტის, რომელსაც პარლამენტი ჰქვია, უპატივცემულობა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ამ საკითხზე სხდომათა დარბაზში ვიმსჯელოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.