თბილისში, დიღმის მასივში აფეთქება მოხდა

თბილისში, დიღმის მასივში აფეთქება მოხდა

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით, აფეთქების მიზეზი და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.

რამდენიმე წუთის წინ, ცეცხლის კერაც შეინიშნებოდა, თუმცა, ამჟამად ის ჩამქრალია. ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც, ცეცხლი შენიშნეს.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.