მარინა კალიურანდი: მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მოახდინოს შემდგომი ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან სხვადასხვა სფეროში

მარინა კალიურანდი: მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მოახდინოს შემდგომი ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან სხვადასხვა სფეროში

მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მოახდინოს შემდგომი ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან სხვადასხვა სფეროში, - ამის შესახებ აღნიშნულია სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, მარინა კალიურანდის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-10 შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელდა.

„ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია საქართველოს მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებში. მივესალმებით საკანონმდებლო ცვლილებებს ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით, ასევე შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებას. ჩვენ განვიხილეთ ყოვლისმომცველი რეფორმების კომპლექსი, რომელსაც საქართველო ახორციელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებისას, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა. ჩვენ მივესალმებით უკვე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას სრულად გამოიყენოს AA/DCFTA-ის უზარმაზარი პოტენციალი, მათ შორის ევროკავშირთან თანდათანობითი პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით“, - წერია განცხადებაში.