კახა სამხარაძე: თბილისის მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საცხოვრისი, ვიდრე მიიღებს უსახლკარობის სტატუსს, იქნებიან გაყვანილი ქირით. ამისი გარანტიაა  სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი 

კახა სამხარაძე: თბილისის მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საცხოვრისი, ვიდრე მიიღებს უსახლკარობის სტატუსს, იქნებიან გაყვანილი ქირით. ამისი გარანტიაა  სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი 

,,სამგორის გამგეობა და თბილისის მუნიციპალიტეტი მზად არის, რომ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საცხოვრისი, ვიდრე მიიღებს უსახლკარობის სტატუსს, იქნებიან გაყვანილი ქირით, იმისი გარანტიას, რომ ეს ადამიანები ვიდრე არ დაკმაყოფილდებიან უზრუნველყოფილნი იქნებიან  ქირით, არის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი. ‘’ - განაცხადა კახა სამხარაძემ სამგორის გამგეობაში უსახლკაროებთან შეხვედრის დროს.  

როგორც კახა სამხარაძემ განმარტა, მათ მუნიციპალიტეტი უსახლკარობის სტატუსის მიღებაში დაეხმარება, თუ მათ უსახლკაროების სტატუსი გააჩნიათ, მაშინ ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტის უსახლკაროთა  პროგრამაში, რომელიც უკვე ამოქმედდა. 

,,ხვალვე,  ვისაც არ აქვს საცხოვრებელი, მუნიციპალიტეტი მზად არის რომ დააკმაყოფილოს ქირით ეს ადამიანები. თუ ადამიანს აქვს უსახლკარობის სტატუსი, მაშინ  პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც უკვე ამუშავდა. ვისაც არ აქვს სტატუსი უსახლკარობის ამ სტატუსის მოპოვებაშიც და საბუთების მოგროვებაში მათ სამგორის მუნიციპალიტეტი დაეხმარება. ასევე, მუნიციპალიტეტი მათ   ქირით გასვლის შემთხვევაშიც დაეხმარება. ქირით გასვლის შემთხვევასაც აქვს განსაზღვრული მოთხოვნები,  ამ შემთხვევაშიც გარკვეული საბუთებია მოსაგროვებელი რაც გარკვეულ თანხებს მოიცავს.’’

კახა სამხარაძემ მათ მერიის პოზიცია გააცნო და განუმარტა,  რომ მერია უკანონო მშენებლობებს ვერ შეეგუება.  

,,მერიის პოზიცია გაგაცნობთ ყველას. ყველამ უნდა იცოდეთ, შეიძლება რაღაცა ინფორმაციას ვიღაცა გეუბნებათ. ეს არის ჩვენი პოზიცია, ვერასდროს ჩვენ უკანონო მშენებლობებს ვერ დავუშვებთ. მეგობრებო, ერთი წუთით „სადაც ვცხოვრობთ მაცადონ“ ეს არის რა ულტიმატუმის დაყენება. თქვენ ვინ გითხრათ, რომ 30 წელი მოგიწევთ რიგში დგომა, არავინ არ გეუბნებათ მაგას, რომ 30 წელი მოგიწევთ რიგში დგომა. მეგობრებო ეს არის სახელმწიფო. ჩვენ ვემსახურებით სახელმწიფოს.  არავინ მოგცემთ იმის უფლებას რომ სახელმწიფო ქონება ან კერძო ქონება ვიღაცამ მიიტაცოს.’’ - განაცხადა კახა სამხარაძემ.