მე, ვარ მომხრე, გადაწყვეტილება მაქვს უკვე მიღებული, რომ მაგალითად ქალბატონ ხოშტარიას, რომელიც თვითონ ითხოვს და ასევე ბატონი ნათელაშვილს შეუწყდეთ უფლებამოსილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
„მე მგონია, რომ ბატონი ნათელაშვილისნაირი ადამიანები არ უნდა იყვნენ პარლამენტში. რაც შეეხება, ბატონ ბადრი ჯაფარიძეს, ამაზე უმრავლესობის სხდომაზე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, - აღნიშნა ზარქუამ.
ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პარლამენტში მიმდინარე კვირაში განიხილება. სამი მათგანი ოპოზიციის წევრია - ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი, მეოთხე კი ყოფილი სპიკერი კახა კუჭავა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.