ხათუნა სამნიძე: თუ „ქართული ოცნება“ უსაფუძვლოდ გაუუქმებს ბადრი ჯაფარიძეს მანდატს, ეს იქნება დასტური, რომ მათ ეს ოპოზიციაზე თავდასხმის ინსტრუმენტად გამოიყენეს

ხათუნა სამნიძე: თუ „ქართული ოცნება“ უსაფუძვლოდ გაუუქმებს ბადრი ჯაფარიძეს მანდატს, ეს იქნება დასტური, რომ მათ ეს ოპოზიციაზე თავდასხმის ინსტრუმენტად გამოიყენეს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე 3 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატების შესაძლო გაუქმების საკითხს გამოეხმაურა. მას მიაჩნია, რომ „ლელოს“ ლიდერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ოპოზიციაზე თავდასხმის ინსტრუმენტი იქნება.

„თუ „ქართული ოცნება“ გადავა ამ წითელ ხაზსაც და ამ მოტივით უსაფუძვლოდ გაუუქმებს ბადრი ჯაფარიძეს მანდატს, რა თქმა უნდა, ეს იქნება დასტური, რომ მათ ეს ოპოზიციაზე თავდასხმის ინსტრუმენტად გამოიყენეს და იმისთვის, რომ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისიები“, - მიიჩნევს სამნიძე.

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, ხვალ, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.