2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, დღეს ბიუროს სხდომას დადგენილების პროექტი წარედგინება, რომელსაც „რეფორმების ჯგუფი“ ითხოვს.
უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი კომისიების შექმნა უკვე თვითმიზნად იქცა.
ისინი ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავენ.
„ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მით უფრო, როდესაც იმ საკითხზე, შესაბამის უწყებებში, მოკვლევა-გამოძიება მიმდინარეობს, ბუნებრივია, რომ საქართველოს პარლამენტში ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისიები არ უნდა არსებობდეს. როგორც ვხედავთ, ოპოზიციის დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, პოლიტიკური დღის წესრიგი დაცლილი აქვს. ახლა ფიქრობენ, რა საკითხით წამოიწიონ ისევ ზედაპირზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთი და არც მეორე კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ვხედავთ, თუმცა, შექმნის შესახებ ამდენი განცხადების კეთებას, მათ შეუძლიათ, რომ შემოიტანონ და თუ 50 ხმას მოაგროვებენ, ეს კომისია შექმნან“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.