მიხეილ სარჯველაძე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე: თუ ვინმეს არ უნდოდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო, საკუთარი ქცევით შეეძლო ამის თავიდან არიდება

მიხეილ სარჯველაძე დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე: თუ ვინმეს არ უნდოდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო, საკუთარი ქცევით შეეძლო ამის თავიდან არიდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე, რადიკალური ოპოზიციის ბრალდებას დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეთქმულების შეთხზულ თეორიებს უწოდებს.

„სპეკულაციები იმ თემის ირგვლივ, რომ, თითქოსდა, ამ საკითხების ინიცირება რაღაც კონკრეტული ჩანაფიქრებით გაკეთდა ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, უბრალოდ, ამომრჩევლის მოტყუებაა. თხზავენ შეთქმულების თეორიებს, თითქოს, ხელისუფლებისთვის ამ საკითხის დაძვრის რაღაც საჭიროება გაჩნდა. ეს ასე არ არის. რეალურად, რეგლამენტითაა განსაზღვრული საკითხების განხილვა. თუ ვინმეს არ უნდოდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო, საკუთარი ქცევით შეეძლო ამის თავიდან არიდება“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, ხვალ, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.