განახლებული მონაცემებით, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

განახლებული მონაცემებით, სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, საქართველოში, სოფელ სამებასთან 6.2 სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

" თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯერჯერობით ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. "ინტერპრესნიუსი" დეტალებს არკვევს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.