„ნაცმოძრაობის“ რყევა არის გარდაუვალი, მაგრამ ისინი ცდილობენ როგორმე სახელმწიფოც შეარყიონ, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცხელი წერტილი შექმნას პარლამენტში შეეცდება. ამასთან, ვოლსკი გიგი უგულავას ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის.
„რა მეთოდი დარჩათ ხელში, ქუჩასთან ვერ დალაგდნენ, პარლამენტში შემოვიდნენ და აქ შექმნან ცხელი წერტილი. რა უნდა იყოს ამ ცხელი წერტილის სათავე და არსი? მიხეილ სააკაშვილი. ძნელი წარმოსადგენია გიგი უგულავა, ქოლგის გამშლელი, რომლის გარშემო გროვდება ეს პოლიტიკური ელიტა, რესურსი - მაჭუტაძე, თაკო ჩარკვიანი“, - განაცხადა ვოლსკიმ.