სენაკში ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ამოცანა - არ დავუშვათ „ნაცმოძრაობისა“ და გიორგი გახარიას მორიგი წარმატებული ალიანსი და შევქმნათ სტაბილური უმრავლესობა სენაკის მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს.
„ნაცმოძრაობამ“ და გიორგი გახარიამ მათემატიკა დააყენეს თავდაყირა. იმდენად დიდი იყო მათი ცდუნება, სენაკშიც გაეფორმებინათ კოალიცია, რომ ვერ გაუძლეს და შეიკრიბნენ 16 კაცით, როცა შეკრებას სჭირდებოდა 17 კაცი. 16 კაცი ჩვენც გვყავს, და ეს რომ საკმარისი ყოფილიყო, ჩვენც შევიკრიბებოდით. იმდენად ღიმილისმომგვრელი და კომიკურია მათი ნაბიჯი, რომ ვერაფრით ის ვერ აიხსნება, გარდა იმისა, რომ მათ ვერ გაუძლეს ამ ცდუნებას“, - განაცხადა კობახიძემ.