ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ბევრი რამ დამოკიდებულია ოპოზიციაზე, მათ უნდა აჩვენონ, რომ პოლარიზაციის ხარისხის შემცირება სურთ

ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ბევრი რამ დამოკიდებულია ოპოზიციაზე, მათ უნდა აჩვენონ, რომ პოლარიზაციის ხარისხის შემცირება სურთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბევრი რამ არის დამოკიდებული ოპოზიციაზე და მათ უნდა აჩვენონ, რომ პოლარიზაციის ხარისხის შემცირება სურთ.

„ასეთ შემთხვევაში გაიზრდება ჩვენი მოტივაცია, რომ მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს. ამ საკითხის მხარდაჭერა ჩვენ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ შემოსვლასთან არ დაგვიკავშირებია. ვიდრე ისინი განაგრძობენ საუბარს დესტრუქციულ ზრახვებზე, რა თქმა უნდა, პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი მათი მხრიდან არ იკვეთება. ჩვენ უნდა დავინახოთ მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.