ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ნაც/შაჰიდები" დაბრუნებულანო უკრაინიდან, მართალია? 16-ში მანდ "ომია" გამოცხადებული და რამ დააბრუნა? "გამარჯვების სელფები" ვნახეთ, ნონა მამულაშვილის "ჰეროიკული" პოსტის რედაქტირების ორი ვარიანტიც, სადაც 27 იანვარს კიევის ჩვეულ საცობის ვიდეოს გვთავაზობს "ლაკრიმოზას" თანხლებით - "კიეველები ქალაქს ტოვებენო", ხოლო იმავე საცობს უკვე 29 იანვრის რედაქტირებული ტექსტი ახლავს თან - "მშვიდობაა კიევში და ვინც პანიკას თესავს, ის უკრაინის მტერიაო".
მე ხშირი კონტაქტები მაქვს კიევთან - უკრაინაში ანტიამერიკული განწყობა თავის ისტორიულ პიკს მიაღწია, ზუსტად ისეთივე ისტორიულს, როგორც ამერიკაში ჯო ბაიდენის ყველაზე დაბალი რეიტინგი აქამდე მოღვაწე მოქმედ პრეზიდენტებს შორის. და ეს ორი სამწუხარო ფაქტი - სწორედ ამ ლიბერტარიანული "ურა-პატრიოტიზმის" ბრალია, როდესაც იდეოლოგია ახშობს პოლიტიკას, როდესაც გაუკუღმართებული აზროვნება ჩრდილავს საღ აზრს.
როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებში ეყრდნობა ზომიერებას, დიპლომატიურ ლავირებას, მშვიდობას, პრაგმატიზმს - "ნაც/შაჰიდები" ამას კაპიტულანტობას ადარებენ, მაგრამ სწორედ მათი კორპორაციული დამსახურებაა დღეს ამერიკაში ბაიდენის კატასტროფული რეიტინგი, ხოლო უკრაინაში - ანტიამერიკული განწყობა.
მიუხედავად იმისა, რომ იგივე "ნაც/შაჰიდების" წაქეზებით, დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები საქართველოში იღვიძებენ ლონდა თოლორაიაზე წუხილით, ხოლო იძინებენ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების გამო თავზე ნაცრის დაყრის ფონზე - სწორედ ეს ზომიერება და პრაგმატიზმი არ აძლევს საშუალებას ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. ვინაიდან ჩვენს ხელისუფლებას აქვს ინტელექტუალური და დიპლომატიური რესურსი - მსგავსი მცდარი მიდგომებიც გადალახონ და ყოველივეს, როგორც დროებით და მეორეხარისხოვან გაუგებრობას შეხედონ.
დღეს საქართველო მერამდენე წელიწადია მშვიდობიან გარემოს ქმნის საკუთარ წიაღში და მის ირგვლივ და თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რამხელა კატასტროფის მაპროვოცირებელი ძალა მოაცილა 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ზოგადად რეგიონს. რომ არა ეს ისტორიული მოვლენა - დღეს მოლდოვაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უკრაინასა და ამიერკავკასიაში კატასტროფები დატრიალდებოდა, სადაც "კეთილი მეხანძრის" როლში პოსტ-საბჭოურ სივრცეს რა თქმა უნდა ნაც/ბელადის იდეოლოგიური "ნათლიმამა" მოევლინებოდა.
ომი არ იქნება, მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ხოლო მათ ხელისუფლებას მეტი პრინციპულობა - ქართველი "ნაც/შაჰიდები" და პროვოკატორები აეროპორტიდანვე უნდა დეპორტირებოდნენ უკან. ზუსტად ისე, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს უკრაინელ პროვოკატორებთან მიმართებაში.