ჯანმოს დირექტორი: პანდემიის მწვავე ფაზის დასრულებას წელს ველით - ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდება

ჯანმოს დირექტორი: პანდემიის მწვავე ფაზის დასრულებას წელს ველით - ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი კეიპ ტაუნში, კომპანია Afrigen Biologics & Vaccines-ს ესტუმრა, რომელმაც, აფრიკის კონტინენტზე, რიბონუკლეიდის მჟავაზე (რნმ-ზე) დაფუძნებული პირველი ვაქცინა შექმნა.

„გვაქვს მოლოდინი, რომ პანდემიის მწვავე ფაზა წელს დასრულდება. ეს მხოლოდ ერთი პირობით მოხდება - თუ, ივნის-ივლისისთვის, მოსახლეობის 70% ვაქცინირებული იქნება. მწვავე ფაზის დასრულება ჩვენს ხელშია“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას.