იმაზე ვილაპარაკოთ, სადაც „ქართული ოცნება“ სუსტია. გავიგეთ, რომ მიშას დამარცხება შეუძლიათ, მაგრები არიან, ყველა ჩემპიონატი მოიგეს, ციხეში ზის ეს ადამიანი და ყველა ფრონტზე დაამარცხეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიციის რაღაც იდეის ირგვლივ გაერთიანება უნდა მოხდეს, „უფრო მაღალი მიზანი უნდა იყოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი“.
„ჩვენ სულ ამას ვამბობდით, რომ რამე იდეის ირგვლივ გავერთიანდეთ, მაგრამ ჯერ ეს არ ხდება მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ საუბრის დონეზე ხშირად რაღაც თანხვედრა გაქვს სხვადასხვა პოზიციების, მაინც ფაქტობრივად ამორფული მასაა ოპოზიცია ამ მომენტისთვის. მე მივიჩნევ, რომ რა რესურსიც აქვს თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს რესურსი რომ ოდნავ ეფექტურად იყოს გამოყენებული, „ქართულ ოცნებას“ ძალიან სერიოზული პრობლემა ექნება.
იმაზე ვილაპარაკოთ, სადაც „ქართული ოცნება“ სუსტია. გავიგეთ, რომ მიშას დამარცხება შეუძლიათ, მაგრები არიან, ყველა ჩემპიონატი მოიგეს, ციხეში ზის ეს ადამიანი და ყველა ფრონტზე დაამარცხეს. შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ასე არ ფიქრობდეს, მაგრამ დე ფაქტო დამარცხებულია, ამას ვხედავთ და თუ ასეთი მოწოდებები იქნება, რომ ქვეყანა ინგრევა, დავიღუპეთ და გავერთიანდეთ, მე მაგალითად ამ მოწოდებას არასოდეს არ შევუერთდები. უფრო მაღალი მიზანი უნდა იყოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. თუ აღმოჩნდება, რომ თავისი თავისუფლებისთვის იბრძვის, მაშინ მე არ შევუერთდები“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა არ მოსწონს და არ უნდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს კომისია შექმნას.
„მე არ მომწონს საგამოძიებო კომისიის იდეა. არც კი მესმის რა საჭიროა შინაარსობრივად. თეორიულად მე არაფერს არ დავკარგავ თუ ეს კომისია შეიქმნება. როგორც ვხვდები „ქართული ოცნება“ შევა იქ და რას უზამენ ერთმანეთს იქ კომისიაში მე არც კი წარმომიდგენია.
მე საერთოდ არც კი მინდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს კომისია შექმნას. მართლა არ მესმის, რაში სჭირდებათ საბაბი პარლამენტში შესასვლელად. უკვე შემოვიდნენ, უკვე მუშაობენ და გააგრძელონ. უბრალოდ, არასწორი იყო, რომ რაღაც წინაპირობები და დათქმები სჭირდება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, რომ პარლამენტში იყოს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.