დავით მათიკაშვილი გია ხარჩილავაზე: ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მათ ქონების დაგროვება აინტერესებთ

დავით მათიკაშვილი გია ხარჩილავაზე: ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მათ ქონების დაგროვება აინტერესებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გია ხარჩილავას მიერ მიტაცებული მიწის ნაკვეთის დაკანონების მცდელობა ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ქონების დაგროვება აინტერესებს.

„ეს ფაქტი მეტყველებს თავის შინაარსზე - მათ აინტერესებთ ქონების დაგროვება და ხელისუფლებაში ყოფნა იმისთვის, რომ მეტად მოიხვეჭონ ის, რაც 2003-2012 წლებში ვერ შეძლეს“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.“, - ამბობს დავით მათიკაშვილი.

წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას უნებართვოდ მითვისებული მიწის ნაკვეთი აღმოაჩნდა. ახლა ის საჩინოში წლების წინ გაშენებულ ბაღს ოფიციალურად იფორმებდა, თუმცა არ დასცალდა. მიწის ნაკვეთი სოფელ საჩინოში ხარჩილავასი და მისი ბიზნესპარტნიორის არასდროს ყოფილა, თუმცა 5 ჰექტარზე თხილი და სიმინდი გააშენეს და წლებია, ფინანსურ სარგებელს იღებენ.