მიხეილ სარჯველაძე: საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების გამო, პროცესები შევაჩეროთ და შევქმნათ უზარმაზარი ვაკუუმი 1-ლი მარტიდან, აბსოლუტური აბსურდია

მიხეილ სარჯველაძე: საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების გამო, პროცესები შევაჩეროთ და შევქმნათ უზარმაზარი ვაკუუმი 1-ლი მარტიდან, აბსოლუტური აბსურდია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შერჩევის პროცესს არავითარი ნაჩქარეობა არ ახასიათებს და კანონით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით მიმდინარეობს - შესაბამისად, არც ერთი ეტაპი არ ყოფილა ისეთი, სადაც მონაწილეებს გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით კრიტიკა აბსოლუტურად უსაგნო და უსაფუძვლოა.

„რაც შეეხება კორელაციაში ამ სიჩქარისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან, ესეც ერთმნიშვნელოვნად მცდარი არგუმენტია და მცდარი მსჯელობაა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - გასაჩივრება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შეჩერდა და უკიდეგანო ვადით გადაიწიოს პროცესებმა. მეორე - კანონმა თქვა, რომ პირველი მარტიდან ის ამოქმედდება და შესაბამიდად, პირველი მარტიდან, ძალიან რეკომენდებულია, რომ ამ სამსახურს ჰყავდეს კონკრეტული პირი, რომელიც მას უხელმძღვანელებს. ასევე აღსანიშნავია, რომ თუ საკონსიტუციო სასამართლო თვითონ ჩათვლიდა, რომ ვითარება არის ისეთი, რომ აუცილებელია რაღაცის შეჩერება, ის თავად მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ დღეს, საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების გამო, პროცესები შევაჩეროთ და შევქმნათ უზარმაზარი ვაკუუმი 1-ლი მარტიდან, აბსოლუტური აბსურდია“, - განაცხადა სარჯველაძემა.