ვლადიმერ ჟირინოვსკი ახლობლებს ვეღარ ცნობს და მისი მდგომარეობა მძიმდება. ამის შესახებ РИА Новости ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ამ ინფორმაციას რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში“ უარყოფენ, თუმცა ისინი ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანასაც უარყოფთდნენ.
ჟირინოვსკი საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით, ორმხრივი პნევმონიითა და ფილტვის 3/4-ის დაზიანებით, რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. იგი კოვიდ-19-ით ინფიცირებას 2 კვირის განმავლობაში მალავდა.