ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რაც ადამიანებს რეანიმაციული ღონისძიებებისგან, გართულებისა და დამძიმებისგან გადაარჩენს,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა.
„დღევანდელი ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესებულია ციფრობრივი მაჩვენებლებით, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რაც ადამიანებს რეანიმაციული ღონისძიებებისგან, გართულებისა და დამძიმებისგან გადაარჩენს, განსაკუთრებით, ე.წ. „ბუსტერ“ დოზები. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ არ შევასრულოთ და დავარღვიოთ არსებული რეკომენდაციები“,- აღნიშნა დევი ტაბიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 418 027 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 178 151, გარდაიცვალა 15 459 პაციენტი.