ნანა კაკაბაძე: სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, ეროვნული თანხმობის პროცესი იყოს მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე

ნანა კაკაბაძე: სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, ეროვნული თანხმობის პროცესი იყოს მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე

სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, ეროვნული თანხმობის პროცესი იყოს მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სიახლე, რაც გავიგე, ქალბატონი სალომე გეგმავს, რომ ეს იყოს რაღაც მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე. თუ ასე შედგა, როგორც მე აღვიქვი, ეს იქნება კარგი პროცესი. ნებისმიერი პირის, თუნდაც ჩემნაირად სკეპტიკურად განწყობილი პირის გამოკლება იქნება უკვე არარელევანტური და მიუღებელი საზოგადოებისთვის, თუ ეს მართლაც გახდა საზოგადოების ხმა ხელისუფლებასთან. იმედი მაქვს, აქეთკენ უნდა წავიდეს. მთავარია, თავად მონაწილეები როგორ მიმართულებას მისცემენ. როგორც ვხედავ, ამაში ჩვენ ვართ თავისუფალი“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, ქალ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებს შეხვდა.