პაატა მანჯგალაძე: არანაირი მექანიზმი არ მაქვს, გიული ალასანიას ქონებას აუდიტი ჩავუტარო

პაატა მანჯგალაძე: არანაირი მექანიზმი არ მაქვს, გიული ალასანიას ქონებას აუდიტი ჩავუტარო

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, გიული ალასანიას ქონების შესწავლით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აუცილებლად დაინტერესდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები. დღეს მე არანაირი მექანიზმი არ მაქვს, აუდიტი ჩავუტარო გიული ალასანიას ქონებას. შესაბამისად, ამ საკითხზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, სად და როგორ დააგროვა გიული ალასანიამ 135 მილიონი ლარის ქონება, ექსპრეზიდენტის დედამ განაცხადა, რომ ქონება ბებია-ბაბუისგან მემკვიდრეობით მიიღო.