არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ მომავლისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მუდმივად უკან ექაჩება ქვეყანას

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ მომავლისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მუდმივად უკან ექაჩება ქვეყანას

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივე წრეზე დადის და რაიმე სამომავლო გეგმა არ აქვს. ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ მომავლისთვის, ეს პარტია მუდმივად უკან ექაჩება ქვეყანას, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ვერც ეროვნული იდეა, ვერც რომელიმე პარტიის მთავარი პროგრამა იქნება.

„მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან, პარტიაზე არის ზეწოლა, იქნება ეს მათ მიერ მართული მედიის, თუ იმ ფინანსების გამოყენებით, რაც სააკაშვილის გარემოცვას აქვს, რომ ის როგორმე შეინარჩუნონ საინფორმაციო ზედაპირზე და მუდმივად ის იყოს მთავარი საკითხი პარტიის შიგნით. როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით ჰქონდა უკმაყოფილება მელიას და ამიტომ, ცოტა ხნის წინ ის პოლიტიკურად დასაჯეს და მის მიერ წარდგენილ ადამიანებთან ერთად ფარდის უკან გადაიყვანეს. დღეს ეს გამოვიდა საჯარო სივრცეში და მიუთითებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ სერიოზულ კრიზისზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.