შალვა ნათელაშვილი: როგორც კი გაიგეს, რომ ჩვენ მოსახლეობაში გამოკითხვა დავიწყეთ შესვლა-არშესვლაზე, იმავე წუთს გამოგვეხმაურნენ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე

შალვა ნათელაშვილი: როგორც კი გაიგეს, რომ ჩვენ მოსახლეობაში გამოკითხვა დავიწყეთ შესვლა-არშესვლაზე, იმავე წუთს გამოგვეხმაურნენ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ დასკვნას, რომლის თანახმად, კომიტეტს მიაჩნია, რომ ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

„სანამ ეგონათ, რომ იქ არ შევიდოდი, გაცდენები საპატიოდ მიდიოდა, უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარიც მითხრეს. როგორც კი გაიგეს, რომ ჩვენ მოსახლეობაში გამოკითხვა დავიწყეთ შესვლა-არშესვლაზე, იმავე წუთს გამოგვეხმაურნენ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, ამჯერად საპროცედურო კომიტეტის დონეზე და აპირებენ ამის პარლამენტში გატანას“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა.

sapiqrali სხვის ჯიბეებში რომ იყურები და შენ ხელფასს იღებ ამდენი წლის განმავლობაში, ეს არ არის კორუფცია? ჩემი აზრით, ვინც პარლამენტში უარს აცხადებს მოვალეობის შესრულებაზე, მათ საერთოდ უნდა აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
3 წლის უკან
amo იმედია შემოსავლის სხვა წყაროც აქვს ოჯახს.
3 წლის უკან