ბატონ ნათელაშვილი სამართლებრივად ბოიკოტის პროცედურასაც არ იყენებს. უბრალოდ, ამას ვერბალურად ამბობს, რომ თითქოს ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა ის ზოგადად არ აღიარებდა და არ აღიარებს პარლამენტს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ადამიანი არ საქმიანობს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს მისი უფლებამოსილების საკითხის დაყენებას.
„რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის საკითხს, სამართალდარღვევა სასამართლოს მიერ გამოტანილია და ცნობილია, რომ ეს სამართალდარღვევაა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება 39-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა. ეს ქმნის საფუძველს, რომ აქაც კომიტეტმა კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა.