პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძის და შალვა ნათელაშვილის მანდატების შეწყვეტას დაუჭირა მხარი. პარტია „ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნულს პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.
„მთელი ეს პროცესი იყო პოლიტიკური დევნა პროკურატურის, სასამართლოს მხრიდან და შესაბამისად, რამდენადაც ეს პოლიტიკური დევნა მომდინარეობდა მმართველი ძალიდან, შესაბამისად, მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასეთ ინტერპრეტირებას გაუკეთებდნენ. ყველა დამოუკიდებელი იურისტი და სამართალმცოდნე ამბობს, რომ მანდატის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოთხი დეპუტატის მანდატების გაუქმებას მხარი დაუჭირა.