ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი კარგავს ოპოზიციის მართვის სადავეებს, ციხიდან ეს უფრო და უფრო უჭირს. მითუმეტეს, აშკარად ჩანს დიდხანს მოუწევს იქ ყოფნა, შესაბამისად კი გვერდზე გაწევა

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი კარგავს ოპოზიციის მართვის სადავეებს, ციხიდან ეს უფრო და უფრო უჭირს. მითუმეტეს, აშკარად ჩანს დიდხანს მოუწევს იქ ყოფნა, შესაბამისად კი გვერდზე გაწევა

„კეზერაშვილსაც მობეზრდა ტყუილად და ჰაერზე ფულის ხარჯვა, და შესაძლოა  ნაცებს, ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩს  და სხვა პარტიებს, მოსთხოვოს  ღიად გაემიჯნონ სააკაშვილს“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

ექსპერტის თქმით სააკაშვილის ჩამოსვლამდეც ჩანდა რომ ოპოზიციას ვეღარ აკონტროლებდა, რაზეც ნიკა მელიას ბოლოდროინდელი სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიც მეტყველებს. 
მისი თქმით შესაძლოა კეზერაშვილმა ღიად მოსთხოვოს ოპოზიციას გაემიჯნონ სააკაშვილს.  

„თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, უკვე ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ სააკაშვილი კარგავს ოპოზიციის მართვის სადავეებს, ციხიდან ეს უფრო და უფრო უჭირს, მითუმეტეს აშკარად ჩანს დიდხანს მოუწევს იქ ყოფნა, შესაბამისად კი გვერდზე გაწევა. სხვათა შორის, მელიას ბოლოდროინდელმა თითქოსდა გაურკვეველმა, მაგრამ მკაფიო განცხადებებმაც ეს დაადასტურა.  იკვეთება, რომ  კეზერაშვილსაც მობეზრდა ტყუილად და ჰაერზე ფულის ხარჯვა, და შესაძლოა  ნაცებს, ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩს  და სხვა პარტიებს, მოსთხოვოს  ღიად გაემიჯნონ სააკაშვილს.“- წერს ნიკოლეიშვილი.