იაგო ხვიჩია სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

იაგო ხვიჩია სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს

ჩემი აზრით, ეს კომისია აუცილებელი არ არის, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას.

„მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს პირობა დადებული - საჯარო შეთავაზება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მისი აღსრულების პრობლემა ჩვენი მხრიდან არ დადგება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს.