ნიკა ობოლაძე: თუ ვინმე პარლამენტის წევრი თავს აიდენტიფიცირებს, როგორც ოპოზიციონერს, ალბათ, ლოგიკური იქნება მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას

ნიკა ობოლაძე: თუ ვინმე პარლამენტის წევრი თავს აიდენტიფიცირებს, როგორც ოპოზიციონერს, ალბათ, ლოგიკური იქნება მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუროს სხდომაზე დღეს დაარეგისტრირებს. როგორც პარტიის წარმომადგენლები განმარტავენ, კომისიის შექმნის მიზანია დაამტკიცონ, რომ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაირღვა. ოპოზიციის ნაწილი ამ პროცესს ემიჯნება, ნაწილი მხარდაჭერას აპირებს.

„თუ ვინმე პარლამენტის წევრი თავს აიდენტიფიცირებს, როგორც ოპოზიციონერს, შესაბამისად, ალბათ, ლოგიკური იქნება მხარი დაუჭიროს საგამოძიებო კომისიის შექმნას, დაეხმარონ კომისიას მუშაობაში და საბოლოოდ გავიგოთ, რა ხდება სააკაშვილთან მიმართებით“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.