გივი მიქანაძე: ნიკა მელია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდა

გივი მიქანაძე: ნიკა მელია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდა

ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნიკა მელია პარტიის მხარდამჭერებს ესაუბრება, ამ დრომდე განხილვის თემაა პოლიტიკურ წრეებში. „ქართული ოცნებისთვის“ ჩანაწერი სიახლეს არ წარმოადგენს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი დაპირსიპირებაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას და მიმიდინარე პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.

„ნიკა მელია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მთელ საზოგადოებას ატყუებდა და არაერთი ტელეეთერი არსებობს, სადაც ის აცხადებს, რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, ის უნდა იყოს თავისი პარტიის გვერდით და ამ არჩევნებისთვის მისი ჩამოსვლა მნიშვნელოვანია. რეალურად, ნახეთ, რომ ის აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციაზეა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის არის დაპირისპირება, ბევრ პოზიციაში უთანხმოება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.

„ქრონიკამ“ გაავრცელა ექსკლუზიური მასალა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.