კატეგორიულად აცხადებდა, იგი, რომ იყოს სააკაშვილის ადგილზე, აუცილებლად ჩამოვიდოდა და ჩაუდგებოდა სათავეში ამ მოძრაობას. რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში. ახლა რასაკვირველია შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა რომ თავი წარმოაჩინოს უფრო ბრძენად, მაგალითად ვიდრე, ნაყოფიაა, - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებებს.
„საერთოდ, „ნაცმოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე. ორი ლიდერი, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია - კობა ნაყოფია და ნიკანორ მელია, მაგრამ აერთიანებთ ერთი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. ეს არეულობა და რევოლუციური პროცესები პერსპექტივაში არ მოსწონთ. სააკაშვილის შეკვეთა არის მთავარი და „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად იქცა სააკაშვილის ამ ფანტაზიების მძევლად, რომ იგი რევოლუციური ტალღით იქნება გათავისუფლებული საკნიდან. ეს რეალობაა დღეს შექმნილი ამ პოლიტიკურ პარტიაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ქრონიკამ“ გაავრცელა ექსკლუზიური მასალა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.