რატი იონათამიშვილი: პრემიერის ოჯახზე შეტევით გაირკვა, თუ რაზე და რამდენზე არის წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია ფეიკნიუსებისა და სიცრუის ტირაჟირების დროს

რატი იონათამიშვილი: პრემიერის ოჯახზე შეტევით გაირკვა, თუ რაზე და რამდენზე არის წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია ფეიკნიუსებისა და სიცრუის ტირაჟირების დროს

პრემიერის ოჯახზე შეტევით გაირკვა ერთი, თუ რაზე და რამდენზე არის წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია ფეიკნიუსებისა და სიცრუის ტირაჟირების დროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„პრემიერის ოჯახის ირგვლივ დეზინფორმაციის კამპანიას წერტილი დაესვა. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვნახეთ ძალიან ბევრი ცილისწამება და უსაფუძვლო ბრალდებები. საბოლოო ჯამში გაირკვა ერთი, თუ რაზე და რამდენზე არის წამსვლელი რადიკალური ოპოზიცია ფეიკნიუსებისა და სიცრუის ტირაჟირების დროს. მათთვის ხეების მოვლა ნიშნავს ხეების მოჭრას, მათთვის ვალდებულება ნიშნავს, რომ სინამდვილეში თურმე რაღაც საგანგაშო ხდება და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ისევ მათ რეალურ სახეს აჩვენებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მთავრობის სტრატკომი ბაკურიანში, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარასთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ, ცილისწამებლურ კამპანიას გამოეხმაურა. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებებისა და პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განმარტება, არ წყდება ცრუ, აბსურდული ბრალდებების გავრცელება, რომლის მიზანია პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის დისკრედიტაცია.

არა რუსულ აგენტურას. ბიძინას ჰიგიენური ქაღალდი ?.
ფულის გამო სახე დაკარგა ხალხმა.
ალბად ესეც ღვთის გამოცდაა ერზე
3 წლის უკან