ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციის ბოლოდროინდელი თავდასხმა პრემიერზე არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და როგორ არ უნდა დაკარგო ადამიანური სახე

ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციის ბოლოდროინდელი თავდასხმა პრემიერზე არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და როგორ არ უნდა დაკარგო ადამიანური სახე

ოპოზიციის ბოლოდროინდელი თავდასხმა პრემიერზე არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და როგორ არ უნდა დაკარგო ადამიანური სახე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს არაერთი ბინძური თავდასხმა ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის ღარიბაშვილის ოჯახთან მიმართებაში. რაც შეეხება ამ ბოლოდროინდელ მათ კომიკურ გამოხტომას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და როგორ არ უნდა დაკარგო ადამიანური სახე. ყველასთვის და პირველ რიგში მათთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, იჯარით არის გადაცემული. ამავდროულად, გარდა იჯარისა, არის მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც არის შესასრულებელი“,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მთავრობის სტრატკომი ბაკურიანში, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარასთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ, ცილისწამებლურ კამპანიას გამოეხმაურა. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებებისა და პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განმარტება, არ წყდება ცრუ, აბსურდული ბრალდებების გავრცელება, რომლის მიზანია პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის დისკრედიტაცია.