მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს მიწებისა თუ თანხების ჩუქება, გადაცემა თუ მოპარვა ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს მიწებისა თუ თანხების ჩუქება, გადაცემა თუ მოპარვა ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი

„ნაცმოძრაობა" ბაკურიანში, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარას ჩუქებას უწოდებს, იმიტომ რომ იჯარა კანონიერია და ხალხი ამაზე არ ბრაზდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების თუ თანხების ჩუქება, გადაცემა თუ მოპარვა ეს არის „ნაცმოძრაობის" სტილი. როდესაც აუქციონი გაიმართა, მასში მიიღო ისეთმა ვინმემ მონაწილეობა, ობიექტური კრიტერიუმების მიუხედავად წააგო ეს აუქციონი? ჩუქებას ამბობენ, იმიტომ რომ სინამდვილეში იჯარაა, ხოლო იჯარაზე ხალხი არ ბრაზდება, რადგან კანონიერია. მიზანიც მოვლა-პატრონობაა, და არა საკუთრება. ამას თ ვიტყვით ობიექტურად, ამაში აღარაფერი იქნება სასპეკულაციო და ამიტომ ამბობენ ტყუილებს", - ამბობს მდინარაძე.

მთავრობის სტრატკომი ბაკურიანში, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარასთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ, ცილისწამებლურ კამპანიას გამოეხმაურა. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებებისა და პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განმარტება, არ წყდება ცრუ, აბსურდული ბრალდებების გავრცელება, რომლის მიზანია პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის დისკრედიტაცია.