ბოლო ქმედებები, როგორც რუსთავის საკრებულოში, ასევე სამეგრელოს ფაქტები, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან ალიანსში არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს უკვე სააშკარაოზე გამოვიდა და დადასტურდა, რომ გახარია და სააკაშვილი ერთად მოქმედებენ.
„რაც შეეხება სააკაშვილის რიტორიკას, ცხადია, რომ ამ რიტორიკაში მან ნებსით თუ უნებლიეთ, ამ კითხვაზეც თავისებურად გასცა პასუხი, თქვა რა, რომ „შევძელით ჩვენ“. შეძლეს იმ ძალასთან ერთად, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მაშინდელი პრემიერის გადადგომა, შემდგომ ვაშინგტონში ვიზიტი და ყველა ის გარემოება, რომ გახარია და სააკაშვილი ერთად მოქმედებდნენ, დღეს სააშკარაოზე გამოვიდა და ყველაფერი დადასტურდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.