დიმიტრი გუდკოვი: 2008 წელს მე საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, ამ დროს არასაკმარისად ზრდასრული, არასაკმარისად ინფორმირებული ვიყავი, რომ რაიმე პოზიცია მქონოდა

დიმიტრი გუდკოვი: 2008 წელს მე საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, ამ დროს არასაკმარისად ზრდასრული, არასაკმარისად ინფორმირებული ვიყავი, რომ რაიმე პოზიცია მქონოდა

დიმიტრი გუტკოვს საქართველოში დაბრუნების სურვილი ისევ აქვს. როგორც რუსმა ოპოზიციონერმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, მას უკრაინაში გაქცეული სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები თბილისში ეპატიჟებიან, ოღონდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ის ამბობს, რომ 2008 წელის ომის დროს, მაშინ როცა რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა საკმაოდ ახალგაზრდა და პოლიტიკურად მოუმწიფებული იყო.

„2008 წელს მე საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, 2009 წელს რომანი მქონდა ჩემს მომავალ მეუღლესთან და ამ დროს არასაკმარისად ზრდასრული, არასაკმარისად ინფორმირებული ვიყავი, რომ რაიმე პოზიცია მქონოდა. შემდეგ ჩემი მიდგომები შეიცვალა. მე ჩამოვყალიბდი პოლიტიკოსად და ახლა მაქვს მყარი პოლიტიკური შეხედულებები. მე ყირიმის ანექსიას დუმაში კენჭისყრაზე მხარი არ დავუჭირე. მე ნაწყენი არ ვარ და იმედი მაქვს, რომ ოდესმე თბილისში ჩამოვალ, მეტიც, ვგრძნობ ჩვეულებრივი ადამიანებისგან მხარდაჭერას. ქართველებისგან მხარდამჭერი წერილებიც მივიღე. ბევრმა დამპატიჟა საქართველოში, მაგალითად ყოფილმა პროკურორმა თუ პროკურორის მოადგილემ, რომელმაც განაცხადა, რომ როგორც კი საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, პირადად მომიწვევს მე და დიმიტრი გორდონს, ასევე მათ, ვისაც ახლანდელი ხელისუფლება ქვეყანაში არ უშვებს“, - განაცხადა გუდკოვმა.