Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა გიორგი გახარიას პარტიასთან ალიანსი.
როგორც ფოჩხუა წერს საინტერესოა როგორ წაადგება მიშასთან გაწევრიანება პარტიას "საქართველოსთვის" მომავალ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
„წამოცდენა თუ სპეციალურად ნათქვამი? დღეს, კიდევ ერთხელ, პრეზიდენტყოფილმა, რუსთავის ციხის პატიმარმა ფაქტიურად დაადასტურა გიორგი გახარიასთან ალიანსი. ვნახოთ მიშასთან გაწევრიანება როგორ წაადგება პარტია "საქართველოსთვის" მომავალ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე."- წერს ნინო ფოჩხუა.