გივი მიქანაძე: სვენ მიქსერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას​

გივი მიქანაძე: სვენ მიქსერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას​

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, სვენ მიქსერმა​ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო არის ღირებული პარტნიორი.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტს ყველა ის ინფორმაცია მიაწოდეს, რაც მის ინტერესს წარმოადგენდა.

„მაქსიმალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც მის ინტერესს წარმოადგენდა. სვენ მიქსერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო არის ღირებული პარტნიორი. ეს ვიზიტი სწორედ ამის გამოხატულებაა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.