პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში წერს:
"პუტინს უთხრეს, ჰელენ ხოშტარია უკრაინას ეწვიაო და პუტინი ატირდა.
მთელი რუსული პოლიტიკური სპექტრი დაძაბულია და შიშით შეჰყურებს ცას, ჰელენეს გამოჩენას ელიან.
თავდაცვის მინისტრი შოიგუ ენისწვერით ფრთხილად ისინჯავს მარცხენა ქვედა მეექვსე კბილს, რომლის ფუღუროშიც მას ციანიდის ამპულა აქვს ჩაცემენტებული.
სერგეი ლავროვი აღებს კარადას და გლეხურ ტანისამოსს ირგებს, ტყე-ტყე ფინეთში რომ გადავიდეს.
დიმიტრი მედვედევი თავის ქალაქგარე აგარაკზე გამოუფხიზლებლად ლოთობს. თან "ფარფლები" აქვს ისეთ ხმაზე აწეული, ახლომახლო მცხოვრები დათვებიც ფინეთისკენ გაიძურწნენ.
ვალენტინა მატვიენკო პარტიის ოქროთი დატვირთულ "კამაზ"-ში თურქეთისკენ გარბის. იქ მას თურქი სპეკულიანტი ფადი ასლი ელოდება, რომელიც ოქროს იაფად ჩაიბარებს.
მოკლედ, რუსეთი სრული კოლაფსის მოლოდინშია.
მეგობარმა დამირეკა, ზელენოგრადელია, ღამის კლუბ "ზელიონი კოლტრეინში" საქსოფონზე უკრავს და ჯაზის ჰანგებით ადგილობრივ მაცხოვრებლებს აზომბებს. თავისუფალ დროს ის სექსოტად მუშაობს და ყველა უკმაყოფილოს აღრიცხვას აწარმოებს.
- დატოშკა, - მითხრა, - ჰელენზე მართალია?
- იეს-იეს, - ვუპასუხე - დაგენძრათ რუსებსა და ჯაზებს?
- სვისტოკიც თან აქვს?
- სვისტოკიც აქვს და დიდი ხლაპუშკაც. იმ შენს პუწინს უთხარი, კრემლი დაცალოს და ტუნდრაში წაეთრას.
- და ცარ-პუშკა შეიძლება თან წაიღოს?
- ცარ-პუშკას გადავადნობთ, მისგან სამრულიან ველოსიპედს ჩამოვასხამთ და წითელ მოედანზე დავდგამთ, რომელსაც ამიერიდან ვარდების მოედანი ერქმევა. ჰო, ლენინი თან წაიღოს, ლენინი არ გვჭირდება და სტალინი კი დააბრუნოს მავზოლეუმში.
და მეგობარი ატირდა. ის თურმე ოჯახის შექმნას აპირებდა და ახლა უკვე აღარ შექმნის, რადგან უაზრობაა რუსეთში ოჯახის შექმნა, თუკი ჰელენ ხოშტარია უკრაინას ეწვია.
ძალიან კარგი, რუსების დემოგრაფიაც უნდა დავაგდოთ. ამიტომ სალომეა სამადაშვილიც დავაწიოთ ჰელენს".