ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროპული ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს გვერდით დგანან, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე, საქართველოს უფლებას, აირჩიოს გზა, გადაწყვიტოს საკუთარი მისწრაფებები და განაცხადის გაკეთება საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, - ამის შესახებ სვენ მიქსერმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„არის ძალიან ძლიერი შეთანხმებითი პოზიცია, რომ არ უნდა დაბრუნდეს პრივილეგირებული ინტერესების სფეროების და გავლენის ძველი კონცეფცია რუსეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.