მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: როდესაც რაღაცეებს იგონებ, ეს რეალური პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: როდესაც რაღაცეებს იგონებ, ეს რეალური პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება

როდესაც რაღაცეებს იგონებ, ეს რეალური პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება. ამ დროს შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა მართლა რომ ნახო და ის გამოიტანო გარეთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი ყველა შემთხვევაში უფრო გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მათზე წარმოდგენა.

„ამხელა რესურსი გაქვთ, ამდენი ტელევიზია გაქვთ, გამოიტანე რეალური პრობლემები და თუ პოლიტიკურად დასაზიანებელი ვარ იმით დამაზიანე და ერთად ვიფიქროთ ამ პრობლემის გადაჭრაზე. მაგალითად, კონსტიტუციაში რაღაც რომ გვიწერია და გვიწერია, რომ ამ ქვეყნის მიმართულება, გადაწყვეტილება არის ევროკავშირი და ნატო და ნუ ჩამოგავს შენ რეზოლუციის დონეზე,ნუ აუფასურებ კონსტიტუციას რეზოლუციის დონეზე. ასევეა, ნუ აუფასურებ შენ მიერ აღმოჩენილ ამბავს. როგორც კი ამ აღმოჩენილ ამბავს გააუფასურებ, შემდეგ ხალხს აღარ სჯერა შენი და მერე ბრაზდები, ამიტომ რეალურ პრობლემებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.