გია ვოლსკი: საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების პროცესში ვიმყოფებით როგორც კიევთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, თუ საჭირო იქნება დელეგაციაც ჩავა!

გია ვოლსკი: საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების პროცესში ვიმყოფებით როგორც კიევთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, თუ საჭირო იქნება დელეგაციაც ჩავა!

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო რუსეთის საფრთხის წინაშე განეიარაღებინათ - ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დღეს საქართველოს ის რესურსი არ ჰქონოდა, რომლითაც შეიძლება ოკუპანტს დაუპირისპირდეს, თუნდაც ძალით! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ახლა სწორედ ეს ხალხი ცდილობს ისეთი ვითარების შექმნას, რითაც საქართველოს გარკვეული პრობლემები შეექმნება.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში “რაიმე ხინჯის გაჩენა, რასაც ვერ შეასრულებენ“.

“ისეთი რეზოლუცია მივიღეთ, როგორც რეზოლუციაც უკრაინას სჭირდება. კრიტიკა იმ ადამიანებისგან ისმის, ვისაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რათა პუტინის ის გეგმა ვერ შეესრულებინა, რაც შეასრულა. ამაზე სერიოზული ეჭვები უნდა გამოვთქვათ. სად მიდის მათი გეგმა? რა არის მათი სტრატეგია და დესტაბილიზაციისთვის ხომ არ უნდა ამ თემის გამოყენება?“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა “ქართული ოცნების“ დელეგაცია კიევში ჩასვლას, ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კიევთან ძალიან მჭიდრო, ყოველდღიური ურთიერთობა აქვს და “პარადებისა“ და არაფორმალური ნაბიჯების დრო არ არის“.

“მიმდინარეობს მუშაობა. საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების პროცესში ვიმყოფებით როგორც კიევთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. თუ საჭირო იქნება დელეგაციაც ჩავა!“ - დასძინა გია ვოლსკიმ.